საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 919 გახდა. stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780 გახდა.
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა კი ასეთია:
• გარდაცვლილი - 14
• კარანტინის რეჟიმში - 2687
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.