კვიპროსზე მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატის 2025-ის მეოთხე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონები ვიტო ჯაჯანიძე (64 კგ წონით კატეგორიაში) და ნოდო სვიანაძე +98 კგ წონით კატეგორიაში) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან: ანანო კინწურაშვილი – ხელვაჩაური | 59 კგ, დავით ვაშაყმაძე – ვანი | 53 კგ, ნიკა ნანეტაშვილი – ქარელი | 58, გიორგი მგელიაშვილი – ახმეტა | 79, ლუკა ნიქაბაძე – ქუთაისი | 98 კგ.