მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს "კარფურის" მთლიანი ზარალი 17.4 მლნ ლარი იყო, 2016-ში კი - 31.1 მლნ

5c1259752cb18
BM.GE
13.12.18 10:29
8639
ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” საქართველოს ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. კომპანიამ 2017 წელს თითქმის გააორმაგა თანამშრომელთა რაოდენობა, რაც დღეს 2,148-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებელთა რიგებშია.

ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” იურიდიული სახელი არის “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია,” - კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული იურიდიული პირის შვილობილია და UAE-ს ინვესტიციას წარმოადგენს. “მაჯიდ ალ ფუტიამს” ფრანგულ რითეილის გიგანტთან გრძელვადიანი ფრენჩაიზის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, 2017 წელს კომპანიამ ფრენჩიზში 1.8 მილიონი ლარი გადაიხადა.

დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანია KPMG-ის მიერ მომზადებული დასკვნით, “კარფურისთვის” 2017 წელი ერთის მხრივ გაზრდილი შემოსავლით ხასიათდებოდა, რასაც ერთვოდა გაზრდილი ხარჯებიც - რაც გაზრდილ ფინანსურ და საოპერაციო ხარჯებს უკავშირდებოდა.

"კარფურმა" 2017 წელს 6 ახალი სუპერმარკეტი გახსნა, რის შედეგადაც კომპანიის გაყიდვები 40%-ით გაიზარდა და მან 370.9 მილიონ ლარს მიაღწია. ხოლო ინდივიდუალური გაყიდვების რაოდენობამ კი, 13 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, “კარფურის” ერთი საშუალო მყიდველის მიერ ნავაჭრი საქონლის ღირებულება გასულ წელს 28 ლარს შეადგენდა.

2017 წლის ბოლოსთვის კომპანია წარმოდგენილი იყო 12 ობიექტით: თბილისში - 2 ჰიპერმარკეტი, თბილისში - 9 სუპერმატკეტი, ბათუმში - 1 სუპერმაკეტი;

თავად რეალიზებული პროდუქციის შესასყიდი თვღირებულება კი 2017 წელს 299 მილიონს ლარს შეადგენდა, რაც 2016 წელთან შედარებით 38%-ით მეტი იყო.

შესაბამისად, სხვაობამ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასა (299 მლნ.) და მიღებულ შემოსავალს (370.9 მლნ.) შორის 71 მილიონი ლარი შეადგინა.

“კარფურის” საოპერაციო ხარჯები 2017 წელს 76 მილიონი ლარი იყო - აქედან, პერსონალის შენახვა 27 მილიონი ლარი დაჯდა, მაღაზიების საიჯარო გადასახადებმა 9 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივების ცვეთისა და გაუფასურებით მიყენებული ზარალი 8 მილიონ ლარს აღემატებოდა, მომსახურების ცენტრის ხარჯი 6 მილიონ ლარს, საოფისე ინვენტარის ხარჯი 5 მილიონს, კომუნალური ხარჯები 3.8 მილიონს, სარეკლამო ხარჯები 3.8 მილიონს, ხოლო სხვადასხვა ტიპის საოპერაციო ხარჯი კი 11.5 მილიონს აჭარბებდა. კომპანიის ფინანსური ხარჯები კი, 16 მილიონ ლარს აღემატებოდა. შესაბამისად, “კარფურის” მთლიანი ზარალი 2017 წელს 17.4 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის 2016 წელს კომპანიის ზარალი 31.1 მილიონ ლარს შეადგენდა.

შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” 2011 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. “მაჯიდ ალ ფუტიამი” არის შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს. კომპანიის დაფინანსებისა და საკრედიტო დამოკიდებულების უმეტესობა შპს „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის მართვის ქვეშ მყოფი ჯგუფიდან მოდის.

2016 წლის 17 მაისს კომპანიამ გააფორმა გრძელვადიანი სესხის ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD). საკრედიტო ლიმიტია 39,500 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომელიც გაიცემა ორი ტრანშით: პირველი ტრანში 10,939 ათასი ლარის ოდენობით (5,000 ათასი აშშ დოლარი) გაიცა 2016 წლის 20 მაისს.

“კარფურის” მარაგები 2017 წლის მდგომარეობით, 27 მილიონი ლარის მოცულობის იყო, ხოლო კომპანიის ძირითადი საშუალებების ღირებულება კი 59.8 მილიონ ლარს შეადგენდა. “მაჯიდ ალ ფუტიამის” ფულადმა სახსრებმა 2017 წელს 51.4 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები