2017 წელს საფონდო ბირჟაზე აქტივობა და ბრუნვა გაიზარდა, თუმცა ძირითადად რამდენიმე კომპანიის წყალობით. აღსანიშნავია, რომ კვლავ მცირე მოცულობის გარიგებები იდება სავაჭრო სესიებზე და აქცენტი კვლავ „ფიქსინგზე“ კეთდება. მაგალითად, სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 312 150 ლარის აქციები გაიყიდა. მათგან ყველაზე მეტი „ლიბერთი ბანკის“ აქციებია. დღეისათვის საფონდო ბირჟის ჯამური კაპიტალიზაცია 3 მილიარდ ლარს ოდნავ აღემატება.
სტუმარი: გიორგი ფარესიშვილი - საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი