მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 3 ტონა ოქრო გავიდა

5b0115413d529
თელარა გელანტია
20.05.18 10:23
3022
2017 წელს საქართველოდან 71 მლნ დოლარის დაუმუშავებული და ნახევრადდამუშავებელი ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მიერ BM.ge-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ამ კატეგორიის 3 ტონა ოქრო გავიდა ექსპორტზე.

რაც შეეხება საექსპორტო არეალს, 2013 წლიდან დღემდე ბაზრები პრაქტიკულად უცვლელია - საქართველოდან ოქროს ექსპორტი ძირითადად შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთსა და კანადაში გადის, თუმცა წამყვანი შვეიცარიაა, სადაც გასულ წელს 64 მლნ დოლარის ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
ბოლო ხუთი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს საქართველოდან 73 მლნ დოლარის 4.3 ტონა დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2014 წელს - 39 მლნ დოლარის (2.3 ტონა), 2015 წელს - 62 მლნ დოლარის (3.1 ტონა), 2016 წელს კი - 81 მლნ დოლარის (3.6 ტონა).

რაც შეეხება 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში 20 მლნ დოლარის ოქროს (0.8 ტონა) ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 17 მლნ დოლარის ღირებულების დაუმუშავებული და ნახევრად დამუშავებელი ოქრო შვეიცარიაში გავიდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები