ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 10 თვეში საქართველოს პორტები 12.4 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია.
ტვირთბრუნვის ვარდნა ყველაზე მეტად ფოთის (ვარდნა 0.5 მილიონი ტონა), ბათუმის (ვარდნა 0.4 მილიონი ტონა), ყულევის ტერმინალი (ვარდნა 0.2 მილიონი ტონა), სუფსის ტერმინალი (ვარდნა 0.1 მილიონი ტონა).
რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, სამინისტროს ინფორმაციით, ის გაზრდილია. 2018 წლის 10 თვეში საკონტეინერო ბრუნვამ 369 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი.
პორტების ტვირთბრუნვასთან ერთად შემცირებულია რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობაც.
2018 წლის 10 თვეში რკინიგზა 8.3 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში მხოლოდ საავტომობილო (სატრეილერო) გადაზიდვებია გაზრდილი. მეტიც, 2018 წლის 10 თვეში ტრაილერებით რკინიგზასთან შედარებით სამჯერ მეტი ტვირთი გადაზიდეს.