2019 წლის ბიუჯეტი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა
2019 წლის ბიუჯეტი 4,5 % ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. როგორც ჩანს მთავრობა სავალუტო ფონდზე გაცილებით კონსერვატულია, ვინაიდან ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით 270 მილიონი ლარით იზრდება, კერძოდ თუ 2018 წელს ის 12,459 მილიარდი იყო მომდევნო წელს ის 12,729 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ამასთან, Bmg -ს ინფორმაციით, რადიკალური ცვლილებები ბიუჯეტში გათვალისწინებული არააა. რაც შეეხება პენსიებს, ის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება, რაც მთავრობას დაანონსებული ჰქონდა. 2019 წელს საამისოდ ბიუჯეტში 1,925 მილიარდია ჩადებული (გასულ წელს 1,700 მილიარდი). დაგროვებითი საპენსიოს კუთხით კი 170 მილიონია გათვალისწინებული.ასევე თანხები გაზრდება ინფრასტურქტის მიმართულებითაც, საუბარია დაახლოებით 140 მილიონზე და ის ძირითადად საგზაო ინფრასტურქტისკენ იქნება მიმართული.