განვლილი 2024 წელი რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ნავთობისა და გაზის რეალიზაციით ქვეყნის ბიუჯეტმა 108 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
თანხობრივი ზრდა განპირობებულია როგორც ექსპორტის საერთო მოცულობის მატებით, ასევე ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებით, რაც მოსკოვის ბიუჯეტზე პოზიტიურად აისახება.
ენერგეტიკული სექტორი რუსეთის ეკონომიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელზედაც სამთავრობო ბიუჯეტის თითქმის 50% მოდის.
გასულ წელს 26%-ით მომატებული შემოსავალი, ძირითადად, ჩინეთსა და ინდოეთში ნავთობისა და გაზის მიწოდების გაზრდით იყო განპირობებული.