27 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი (2025 წლის I კვარტალი)
10:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, ვახტანგ თურნავასა და გიორგი ბარვენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/59; 14.05.2025) დაჩქარებული წესით I მოსმენით განხილვა; ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, ვახტანგ თურნავა და გიორგი ბარვენაშვილი; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ელენე ჟორჟოლაძე; 2. საქართველოს მოქალაქე ლარისა ფალავანდიშვილის წარმომადგენელ მალხაზ გაბოსაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-1612/25; 04.03.2025) განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მოქალაქე ლარისა ფალავანდიშვილის წარმომადგენელი მალხაზ გაბოსაშვილი; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
10:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, ვახტანგ თურნავასა და გიორგი ბარვენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/59; 14.05.2025) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მარიამ ლაშხი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ა. შალუტაშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ (07-2/42; 14.05.2025) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ვახტანგ ცინცაძე; პასუხისმგებელი: გ. სირაძე.
11:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.