მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები 3.4%-ით გაიზარდა

5afaedd9269ff
თამუნა დემეტრაშვილი
15.05.18 18:23
722
PMCG-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები 3,4%-ითაა გაზრდილი.

3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა. ამ ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი ფასები (საშუალო ფასზე 20%-ით მაღალი), მცხეთა მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილში 234 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში თბილისში დაფიქსირდა, რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, აქ საშუალო ფასმა აპრილში 394 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 615 ლარი შეადგინა, კახეთში - 357 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 304 ლარი, ხოლო აჭარაში - 291 ლარი.

მარტის მსგავსად, 3,4,და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისში და აჭარაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები