მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300-მდე ქართული ღვინის მარანი, მუზეუმი და რესტორანი Google Map-ზე

5b138f5197785
ელენე გოგბერაშვილი
03.06.18 12:00
2477
ასოციაცია "ქართული ღვინის" ინიციატივით, პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც ხელს უწყობს ტურისტს მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო მიმართულება და ეწვიოს ამა თუ იმ მარანს, რესტორანს თუ სასტუმროს.

როგორც BM.GE-თან ასოციაციის ბიზნეს განვითარების მენეჯერი აცხადებს, გზამკვლევში თავმოყრილია 300-მდე ღვინის მარანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სასტუმრო სახლები, ღვინის ბარები და მუზეუმები.

ტატა ჯაენის თქმით, სპეციალური აპლიკაციით ტურისტს მარტივად შეეძლება გადავიდეს Google map-ზე და ეწვიოს მისთვის სასურველ მიმართულებას. ინგლისურენოვანი გზამკვლევი ამ დროისთვის საქართველოში არსებულ წიგნის მაღაზიებში და ინგლისში იყიდება.

როგორც ჯაენი ამბობს, გზამკვლევის გაყიდვები დიდი არ არის, თუმცა ტურისტების მხრიდან ინტერესი არსებობს.

“სათანადო მარკეტინგული ღონისძიებები არ ჩაგვიტარებიათ. მივმართეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, თუმცა მათგან დაინტერესება, სამწუხაროდ, არ ყოფილა”-აცხადებს ჯაენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები