მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

47 დღეში ბიუჯეტიდან 2 მილიარდ 896 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესასრულებლად, წლის ბოლომდე დარჩენილ 47 დღეში, 2 მილიარდ 896 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ხაზინის ბოლო მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე გაწეულია 9 მილიარდ 562 მილიონი ლარის ხარჯი, ეს იმ დროს, როცა 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 12 მილიარდ 459 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

უკვე გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ 30,070 მილიონამდე იხარჯებოდა. იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ 47 დღეში, ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯები სრულად თუ იქნეს ათვისებული, ხაზინას ყოველდღიურად გასაცემი ფულის გაორმაგება მოუწევს, ხოლო თუ ხარჯვის არსებული ტემპი შენარჩუნდა, მაშინ წლის ბოლოსთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან ასათვისებელი დარჩება 1 მილიარდ 483 მილიონ ლარადე. ეს კი წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 12%.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები