შს სამინისტროს 5 მილიონი ლარი თანამშრომლების წახალისებისთვის გამოეყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ მიიღო. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების (მხოლოდ განყოფილების უფროსი და უფრო დაბალი თანამდებობის პირები) მატერიალური წახალისების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი",- ნათქვამია განკარგულებაში.