მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მნიშვნელოვანი ფაქტი G7 სამიტიდან - ფოტოამბავი

5b1ea147803c4
ლევან თაღიაშვილი
11.06.18 21:00
943

დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კანადაში გაიმართა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მედიის ყურადღებაც დაიმსახურა. განსაკუთრებით პოპულარული კი დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების ფოტო გამოდგა, რომელიც დიდი ალბათობით ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდება. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც სამიტის პერიოდში დაფიქსირდა.

დონალდ ტრამპი საერთო კომუნიკეს არ შეურთდა. მან ამის მიზეზად კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ქმედებები დაასახელა, რომელიც ამერიკელ ფერმერებს და კომპანიებს მაღალ ტარიფებს უწესებს. მისი თქმით, $800  მილიარდიანი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც აშშ-ს აქვს "ძალიან უსამართლოა", ამიტომ ის თავის პარტნიორებს აღარ მისცემს საშუალებას, გამოიყენონ ამერიკა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, მისი თქმით, პირველ ადგილზე ამერიკელი მოქალაქეები უნდა იდგნენ.






საპასუხო განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ დასანანია, მაგრამ მათ მოუწევთ საპასუხო რეაქცია ჰქონდეთ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე ფოლადსა და ალუმინზე. მან ახალი რეგულაციების შემოღების თარიღად 1 ივლისი დაასახელა





ანგელა მერკერმა დონალდ ტრამპის განცხადებებს ,,დეპრესიული'' უწოდა.




დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს პირისპირ გაესაუბრა, როგორც ფოტოზე ჩანს, მათი რეაქცია საკმაოდ მძიმე და სერიოზული იყო




ასევე ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც ნაჩვენებია, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის ხელის ჩამორთმევა, რომლის შემდეგაც ფოტოგრაფებმა აშშ-ს პრეზიდენტის გაწითლებული ხელი დააფიქსირეს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები