მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წლისა და 9 თვის განმავლობაში განათლების მინისტრი ხუთჯერ შეიცვალა

5b470fae4615d
თათია ჩაფიჩაძე
12.07.18 12:21
1652
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე განათლების მინისტრის თანამდებობაზე მთავრობამ 5 სხვადასხვა კანდიდატი დაასახელა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 18 ივლისამდე უწყებას გიორგი მარგველაშვილი მეთაურობდა. 9 თვის შემდეგ ის კოალიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვტილებით პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, მისი შემცვლელი კი თამარ სანიკიძე გახდა. აღსანიშნავია რომ სანიკიძემ ბოლო წლების განმავლობაში მინისტრის თანამდებობა ყველაზე დიდხანს, 2016 წლამდე შეინარჩუნა.

2016 წლის 3 ივნისს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემა ალექსანდრე ჯეჯელავას გადააბარა. ჯეჯელავა უწყებას 1 წელი და 6 თვე მართავდა.

გასული წლის 13 ნოემბერს კვირიკაშვილმა საზოგადოებას კვლავ ახალი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი წარუდგინა. ჩხენკელის მმართველობა ბოლო წლებში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნა, მას მინისტრის თანამდებობა ზუსტად 8 თვე ეკავა.

როგორც ცნობილია დღეს ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიხეილ ბატიაშვილს გადააბარა.

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე მინისტრები 6-ჯერ გამოიცვალა 2004-დან 2012 წლამდეც.

2004-2007 წელს უწყებას ალექსანდრე ლომაია მართავდა, რომელიც 2007-ში მაია მიმინოშვილმა შეცვალა. 2008-ში მინისტრის პოსტს იკავებდა გია ნოდიაც, რომელიც მალევე ნიკა გვარამიამ ჩაანაცვლა. გვარამია სისტემაში 2008-2009 წლებში იყო. 2009-2012 წლებში განათლების მინისტრი იყო დიმიტრი შაშკინიც, რომელიც 2012წელს ხატია დეკანოიძემ შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები