მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

€500-მილიონიან ადრონული თერაპიის ცენტრზე ქართუ ფონდს ამ დროისთვის €2 მილიონი აქვს დახარჯული

5bf6623bb6436
შოთა ტყეშელაშვილი
22.11.18 15:30
1763
ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდმა" საქართველოში ამბიციური სამეცნიერო პროექტის - ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლის, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნის ვალდებულება ოფიციალურად 2016 წლის 23 მაისს აიღო. "ქართუ ფონდის" ინფორმაციით, ამ პროექტის საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება €500 მილიონი ევრო, ანუ 1.5 მილიარდი ლარია. ცენტრის მშენებლობა თბილისში, დიღომში არის დაგეგმილი.

bm.ge-ის “ქართუ ფონდის” პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა უთხრა, რომ ამ დროისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნაზე 6.1 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 2 მილიონი ევრო არის დახარჯული. ცაგარელის თქმით, ეს ძირითადად საპროექტო და ინფრასტრუქტურული ხარჯებია.

ვახტანგ ცაგარელის თქმით, ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის გაიხსნება კვლევითი ცენტრი ამ დროისთვის რთულია, თუმცა სავარაუდოდ ეს თარიღი 2021 წლის შემდგომ იქნება.

“რაც შეეხება საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, რომელიც თბილისში მდებარეობს და შენდება აქ არის ასეთი სიტუაცია, გაწეული ხარჯი არის 6.1 მილიონი ლარი. ეს შეეხება ინფრასტრუქტურულ და საპროექტო დოკუმენტაციას და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. თითონ ამაჩქარებელი და მაღალტექნოლოგიური ნაწილი, ეს არის ძალიან ვრცელი და დროში გაწერილი საკითხი. ჩვენი პარტნიორები ამაზე მუშაობენ. ეს პროექტი არის ძალიან მრავალმხრივი და რთული, როგორც მეცნიერულად, ასევე რა თქმა უნდა ტექნოლოგიურად”, - ამბობს ვახტანგ ცაგარელი.

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ქუთაისში 60,000 სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. ამ პროექტის პრეზენტაციიდანაც 2 წელზე მეტი გავიდა. ქართუს ამ დროისთვის მასზე 10 მილიონი ლარი აქვს დახარჯული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები