საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსმა" მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში, 60 მილიონი დოლარის ღირებულების კრიშტიანუ რონალდოს მაისურები გაყიდა, რაც განხორციელებული ტრანსფერის საფასურის თითქმის ნახევარს შეადგენს. თუმცა, Businessinsider-ის ინფორმაციით, კლუბი გაყიდული მაისურებიდან მხოლოდ 10-15%-ს იღებს, დანარჩენს კი მისი მწარმოებელი (ამ შემთხვევაში Adidas) იღებს. შესაბამისად "იუვენტუსს" მხოლოდ $6-9 მილიონი შეხვდება. კრიშტიანუ რონალდოს მხოლოდ ამით არ მოუტანია სარგებელი "იუვენტუსისთვის", მისი ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, კლუბის აქციები 40%-ით გაიზარდა, სოციალურ ქსელში მისი გამომწერების რაოდენობამ კი მხოლოდ 1 დღეში 1.5 მილიონით მოიმატა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სამეფო კლუბ "რეალ მადრიდიდან" იტალიურ "იუვენტუსში" 129.3 მილიონ დოლარად გადავიდა.