„6.1% ეკონომიკური ზრდა არის დაბალი, იყო დაბალი ადრეც და იქნება დაბალი კიდევ მრავალი წელი“, - ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი წელს. მისი თქმით, მთავრობამ წარუმატებლობას შეგვაჩვია და წარუმატებლობის ფონზე მცირედი ზრდა სასიხარულოდ არ უნდა მოგვეჩვენოს.
„2018 წლის მაისში ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო იანვრიდან მოყოლებული იანვარ-მაისი ეკ.ზრდა 6.1%-ია.
ესე თუ გაგრძელდა, 2018 წელს ზრდას უნდა ველოდოთ 6-დან 7%-ის შუალედში (თუ რამე განსაკუთრებულ მოვლენას არ ექნება ადგილი);
ვისაც პროცენტებზე ალერგია აქვს (მადლობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა განათლებას იმისთვის, რომ ვიღაცეები ძალიან კარგად ერკვევიან და ვიღაცეებს ალერგია აქვთ პროცენტზე), მათთვის 6.1% ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ 2017 წელს 100 ვაშლის ნაცვლად ქვეყანამ აწარმოა 106 ვაშლი და ერთი ვაშლის პატარა ნაკბეჩი.
- 6.1% ზრდა ნამდვილად კარგია თუ შევადარებთ მაგალითად 2016 წლის 2.8%-ს და ოდნავ უკეთესია თუ შევადარებთ 2017 წლის 5%-ს;
- მთავრობამ წარუმატებლობას შეგვაჩვია და წარუმატებლობის ფონზე მცირედი ზრდა სასიხარულოდ არ უნდა მოგვეჩვენოს. ოროსნობას სამოსნობა ჯობს, მაგრამ სამოსნობა სამოსნობაა;
- საქართველოსთვის მათ შორის 6.1% ეკონომიკური ზრდა არის დაბალი, იყო დაბალი ადრეც და იქნება დაბალი კიდევ მრავალი წლის მანძილზე;
- ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმან, რომ 2.8% ზრდაზე საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. სიღარიბის ზრდა გაგრძელდა 2017 წლის 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეც და ამას დაემატა უმუშევრობის ზრდა ურბანულ ადგილებში (თბილისი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი);
- ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მათ შორის სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ მხრივ მკვეთრად გამოსწორებულია მდგომარეობა;
- უკანასკნელი წლების მანძილზე მთავრობას არცერთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგამს ეკონომიკის სტიმულირებისკენ. პირიქით, ხშირად ვხედავდით ანტიბიზნეს ნაბიჯებს;
- შესაბამისად, წინა რამდენიმე წელთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის ქმედებებს ნაკლებად უკავშირდდება. მეტიც, თუ მთავრობა გადადგამდა სწორ ნაბიჯებს, დღეს შეიძლება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონოდა;
- სომხეთის და თურქეთის მთავრობებს არაფერი მკვეთრი ეკონომიკური რეფორმა არ ჩაუტარებიათ, მაგრამ სომხეთიც ჩვენზე მეტად იზრდება მეორე წელია და თურქეთიც;
- იმისათვის, რომ ნელ-ნელა დაიძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. რომ გავმეორდეთ, 6.1% ზრდა არ არის წარმატება“, - წერს ხორგუაშვილი.