24 - 25 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,სადახლო საავტომობილო”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების რ.კ-ს, ს.ა-სა და ფ.ე-ს კუთვნილი ავტომანქანებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში 6,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მ-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, რ.კ-სა და ფ.ე-ს, სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ათას ათასი ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეს ს.ა-ს, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.