მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.1%-თ გაიზარდა

5b6d560beb0e2
BM.GE
10.08.18 13:00
1008
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 7 თვის განმავლობაში 25 941 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ით არის გაზრდილი.

უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD.

საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები