მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ივნისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
08.06.25 20:02
40

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლებს (2025 წლის I კვარტალი);

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებ (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი);

12:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები;

12:00 საათზე - კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა - განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/48; 30.05.2025) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე; მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ; მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე.

12:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა - განსახილველი საკითხი:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები; მომხსენებლები: ფრიდონ შენგელია - თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; გიორგი კაპანაძე - ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.

12:30 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა - განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ”; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება; მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმებას“; მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
7. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

13:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა - განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, რატი იონათამიშვილის, აკაკი ალადაშვილისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; მომხსენებელი: პარლამენტის წევრი თორნიკე ჭეიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე; მომხსენებელი: საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი;

3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

4. საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“; მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება პროექტი)“; მომხსენებელი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი;
6. საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“; მომხსენებელი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები