აბასთუმანს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება. დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებულია. მისი ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 28 აგვისტოდან იწყება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
მომსახურების გაწევის საერთო ვადა შეადგენს 190 კალენდარულ დღეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
გასაწევის მომსახურება შედგება 4 (ოთხი) ეტაპატისაგან.