მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი" სოფლის-მეურნეობის სექტორით ინტერესდება

5b2425e3893b7
ელენე გოგბერაშვილი
16.06.18 11:00
2190

“აჭარა ჯგუფი”, რომელიც სასტუმრო ბიზნესში საქმიანობს, სოფლის-მეურნეობის სექტორში ინვესტიციების განხორციელებას იწყებს. როგორც კომპანიაში bm.ge-ს განუცხადეს, “აჭარა ჯგუფი” კახეთში 3000 ჰექტარ ტერიტორიას უკვე ავითარებს.

“კომპანიის მიზანია, რომ განავითაროს აგროკულტურა და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”-აცხადებენ კომპანიაში.

 

მათი თქმით,   1200 ჰექტარზე ნუშის ბაღები უკვე წარმატებით გაშენდა და მომავალში  სხვადასხვა ენდემური ჯიშის ვაზის გაშენებაც იგეგმება. კომპანია ასევე გეგმავს ფერმის განვითარებას და სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენებასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები