მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა

5bb2244247714
BM.GE
01.10.18 17:41
1371
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა. ახალი მოადგილე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

ჯაბა ფუტაკარაძემ თორნიკე კუჭავას განათლებაზე, პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას წარმატებები უსურვა.

თორნიკე კუჭავა - მინისტრის პირველი მოადგილე. 

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის აგვისტო - 2018 წლის სექტემბერი - აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭო, საბჭოს წევრი

2017-2018 წლები - სს "მისო კრედიტ პლუს ჯორჯია", ფინანსური დირექტორი

2013 წლიდან - დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი (საგნები: ფინანსური ანალიზი; აუდიტი; ინვესტიციები; გადასახადები; ექსელი)

2013-2017 წლები- კომპანია "TSC", დირექტორი, აუდიტორი

2011-2013 წლები - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, რისკების მართვის მთავარი ანალიტიკოსი

2010-2011 წლები - სსიპ შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო შემოწმების სამმართველო, უფროსი აუდიტორი

2009-2010 წლები - სსიპ შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო შემოწმების სამმართველო, სტაჟიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები