მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა მეთხილეებს ბანკებთან უშუამდგომლებს

5b86aa3c1d15a
BM.GE
29.08.18 18:11
708
აჭარის მთავრობა დაზიანებული თხილის ქობულეთელ მეპატრონეებს ბანკებთან უშუამდგომლებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟავაძემ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა მთელი რიგი საფინანსო ორგანიზაციებიდან, რომლის საფუძველზეც მოსახლეობას ვუშუამდგომლებთ და შევთავაზებთ აღებული დავალიანების გადაწევას მნიშვნელოვანი დროით, რათა მიმდინარე დავალიანება მძიმე ტვირთად არ დააწვეს მათ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დაზარალებული მოსახლეობისათვის გაწეული დახმარებისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები