მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტურისტულ ობიექტებს "იდუმალი სტუმარი" წელსაც შეაფასებს

5b3b35223ce7c
მარიამ ადამია
03.07.18 12:32
918
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს "იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 120 განთავსებისა და 80 კვების ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. როგორც BMG-სთან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნას, ამ ეტაპზე ტენდერია გამოცხადებული, ხოლო კვლევა 20 ივლისს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მათი თქმით, პროექტი 2017 წელს შეწყვეტილი იყო, რადგან ეს პერიოდი, სამი წლის განმავლობაში დაგროვილი შედეგების შეფასებას, გამოკვეთილი დარღვევების აღმოფხვრასა და ტრეინინგებს დაეთმო. წელს კი, პროექტის მთავარი მიზანი იქნება, შეაფასოს, თუ რამდენად იქნა დაძლეული პრობლემები და გამოწვევები ერთი წლის განმავლობაში. რამდენად ეფექტიანად იმუშავა კერძო და საჯარო სექტორმა და დღევანდელი მდგომარეობით რა დარჩა გასაუმჯობესებელი. კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კი, წელსაც, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.

"საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი ტურისტულ ობიექტებში, ამიტომაც, ჩვენ მივეცით დრო – 1 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ „იდუმალი სტუმრის“ პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ვუტარებდით ტრენინგებს და გავუწიეთ ინდივიდუალური რეკომენდაციები, თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი. ხოლო წელს, ამ შედეგებს მოვიკითხავთ. ანუ რამდენად ქმედითი ნაბიჯები იქნა გადადგმული, რამდენად შეიმჩნევა პროგრესი და არის თუ არა კიდევ რაიმე საკითხი დარჩენილი, რომელიც საჭიროებს მუშაობას. კვლევის დამუშავებული შედეგები უკვე 1 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი და შესაბამისად დავიწყებთ ზომების მიღებასაც", – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები