მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ახალგაზრდებს აცნობენ

5aeec23b5debd
მაია ბიწაძე
06.05.18 12:48
966
აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით პრეზენტაციები დაიწყო, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაც სტუდენტებია. პრეზენტაციები თბილისის, თელავის, ქუთაისისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიმართება. თუ რას სთავაზობენ აჭარის რეგიონში ახალგაზრდებს, ამაზე ,,საქმიანი დილის“ ეთერში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ ისაუბრა.

,, ჩვენ გადავწყვიტოთ საქართველოს ახალგაზრდობას ვაჩვენოთ აჭარის სხვა მხარე, ასეთი სტერეოტიპია, რომ ბათუმში უნდა ჩამოხვიდე მხოლოდ ზაფხულში, სინამდვილეში აჭარა უმდიდრესი რეგიონია თავისი დაცული ტერიტორიებით, ეკოტურიზმით, სოფლად ტურიზმით, ანუ ტურიზმის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, შესაბამისად გადავწყვიტეთ ახალგაზრდებში „გავაპიაროთ“ ჩვენი რეგიონი.

ახალგაზრდებისთვის ეს შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც ისინი შაბათ-კვირას წავლენ დასასვენებლად, აჭარაში არის ძალიან კარგი ადგილები სამთო მარშუტებისთვის, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი მარშუტები, როგორიცაა - ჯომარდობა, ჯიპტურები, მთის ველო და სხვა.

ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ გვაქვს ოთხი დაცული ტერიტორია და თითოეული მათგანი არის უნიკალური; ვეუბნებით რომ მთის ველოთი უნდა მოინახულონ მირვეთის ჩანჩქერი; ვთავაზობთ ძველი აჭარული კერძების დაგემოვნებას, როგორიცაა სინორი, ბორანო, იახნი, რომელთა სახელებიც ბევრმა არც კი იცოდა; ვთავაზობთ ძმები ნობელების მუზეუმის მონახულებას, სადაც არის მოთხრობილი როტჩილდებმა და ნობელებმა, როგორ დაიწყეს ნავთობწარმოება აჭარაში და ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია; ვეუბნებით, რომ ხიხანის ციხიდან უნდა გადმოხედონ საქართველოს, სადაც ულამაზესი ხედებია, უნდა ნახონ მწვანე ტბა, საოცარი ადგილი, ასევე მთის სამთო სათხილამურო კურორტები გოდერძი და გომარდული; გოდერძი გამოირჩევა თავისი უნიკალური პირობებით და საერთაშორისო მოგზაურთა და მოყვარულთა ძაკლიან დიდ ინტერესს იწვევს, რაც გამომდინარე იქიდან, რომ იქ ბუნება და თოვლის ხარისხიც გამორჩეულია, იქ უკვე არსებობს ორი საბაგირო გზა, რომელიც საერთაშორისო კომპანია ,,დოპელმაიერმა“ გააკეთა. წლის განმავლობაში აჭარაში ჩატარდება მუსიკალური ფესტივალები, ასევე კინო ფესტივალი ,,ბიაფი“, რაც ძალიან საინტერესოა. ასე, რომ სრულად , ოთხოვე სეზონის განმავლობაში ველოდებით სტუმრებს და ვიზიტორებს“ - განაცხადა მიხეილ კოპლატაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები