მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და სათესლე მასალის მრავალფეროვანი ასორტიმენტი

აგროსფერო
BM. GE
18.08.24 12:20
600

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ხორბლის სათესლე მასალის ძალიან მწირი არჩევანი იყო, რომელიც უმეტესად რუსეთიდან შემოდიოდა. იმ დროს ხელმისაწვდომი ხორბლის ჯიშები არც ხარისხით გამოირჩეოდა, რაც დაბალმოსავლიანობას განაპირობებდა. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც „აგროსფერომ“, სათესლე მასალის უმსხვილეს მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია Saatbau-სთან ერთად, ხორბლის ჯიშების ადგილობრივ წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

„ხორბლის სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა Saatbau-სთან ერთად 2014 წელს დავიწყეთ. პროექტის მიზანი იყო, დაბალი ხარისხის სათესლე მასალა უმაღლესი ხარისხის ჯიშებით ჩაგვენაცვლებინა და ქართველ ფერმერებს მოსავლიანობის გაუმჯობესებაში დავხმარებოდით.

ჩვენი პარტნიორობის შედეგად, დღეს ფერმერებს ხორბლის სხვადასხვა ჯიშზე მიუწვდებათ ხელი, რომლებიც მორგებულია საქართველოს კლიმატზე, სრულფასოვნად პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და იძლევა მაღალი ცხობის თვისებების მქონე მარცვალს. რაც მთავარია, თითოეული ჯიში
სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამბობს „აგროსფეროს“ სათესლე მასალის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსი ზაზიკაშვილი.

Saatbau-ს ხორბლის საცდელი ჯიშები სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებში ითესება. მიღებული შედეგების მიხედვით კი მათგან ირჩევა საუკეთესო ჯიშები, რომლებიც ბაზარზე გატანამდე საწარმოში სპეციალური წესით მუშავდება.

„მაღალი ხარისხის სათესლე მასალის მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის სწორად მომზადებასა და მცენარის მოვლას. გარდა ამისა, მათი დამუშავება უნდა მოხდეს ხარისხიანი პრეპარატებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ არჩევანს Yara-ს ინოვაციურ სასუქებსა და Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებზე ვაკეთებთ, რომლებიც ეფექტურობასთან ერთად, უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, – გვითხრა ალექსი ზაზიკაშვილმა.

„აგროსფეროს“ ხორბლის ადგილობრივ საწარმოში ზედმიწევნით არის დაცული მარცვლის დამუშავებისა და დაფასოების პრინციპებიც. მოსავლის აღების შემდეგ სათესლე მასალა სპეციალურ სილოსებში ინახება, სადაც ის პირველად წმენდას გადის. ამასთან ერთად, ხდება მისი ტემპერატურულ რეჟიმში გაგრილება, რათა არ წარმოიშვას მცენარის აღმოცენებასთან დაკავშირებული პრობლემები. მარცვლეული განმეორებით მუშავდება სპეციალურ დანადგარში, რა დროსაც ის ზედმეტი მინარევებისა და დაზიანებული მარცვლებისგან იწმინდება. საბოლოო ეტაპი კი სათესლე მასალის ფუნგიციდითა და ინსექტიციდით დამუშავებაა.

„ამგვარად, ვიღებთ საუკეთესო თვისებების მქონე სათესლე მასალას, რომელიც ეფექტურად უმკლავდება მავნებლებსა და დაავადებებს, ამასთან, გამოირჩევა ჩაწოლის, ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობით“, – ამბობს ალექსი ზაზიკაშვილი.

დღეს „აგროსფერო“ ფერმერებს ხორბლის 5 სხვადასხვა ჯიშს სთავაზობს, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს სათესლე მასალა საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიოს.


გაითვალისწინეთ, რომ ახლა განსაკუთრებული ფასები მოქმედებს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი – 1,35 ლარად. მარაგები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ. კონსულტაციისთვის ესტუმრეთ კომპანიის
მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით მის წარმომადგენლებს ნომერზე +995 322 500 900.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები