მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა

AM Best
10.07.24 15:13
269

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM Best ალდაგის ფინანსური სიძლიერის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურობამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი bb+ მიანიჭა.

AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

პერსპექტივის გაუმჯობესება მოჰყვა ალდაგის უკეთეს შედეგებს ფინანსური სიჯანსაღის თვალსაზრისით. AM Best-ის შეფასებით, ალდაგს აქვს ანდერაიტინგის მაღალი სტანდარტი და რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.

„AM Best იმედოვნებს, რომ ალდაგი შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით. შეფასება ასევე ითვალისწინებს ალდაგის ლიკვიდურ საინვესტიციო პორტფელს და საშუალო დამოკიდებულებას გადაზღვევაზე, ასევე გადამზღვევი პარტნიორების ფინანსურ სიძლიერეს“, - წერს სააგენტო.

ალდაგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს ბაზრის 30%-იან წილს. „ალდაგის მონაწილეობა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში კომპანიის ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს“, - ნათქვამია AM best-ის განცხადებაში.

„მოხარული ვართ, რომ წელს უკვე მეორედ გვაფასებს ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანია, როგორიცაა AM Best. მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ კომპანიის პერსპექტივა სტაბილურობიდან პოზიტიურობამდე გაუმჯობესდა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი კვლავ მაღალი - bb+ დარჩა. ეს არის ქართული კომპანიის საერთაშორისო წარმატება, რომელიც ჩვენი გუნდის მუდმივი განვითარებისა და შრომის შედეგია. გაუმჯობესებული რეიტინგი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავიზარდოთ და დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს ფინანსური რისკების ეფექტურად მართვაში,“- აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვლი.

ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.

AM Best-ის შესახებ:

AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზიდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.

ალდაგის შესახებ:

ალდაგი 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2023 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 100 000- ზე მეტი დაზღვეული მომხმარებლით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში - დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები