"ამ ნიძლავსაც ისე წააგებენ, როგორც ყველაფერი დანარჩენი წააგეს" - ასე უპასუხა თემურ მურღულიამ "საქმიანი დილას" ეთერში დასმულ კითხვას: ვინ მოიგებს სანაძლეოს გიგი წერეთელი თუ მიხეილ ჩხენკელი? - შეძლებს თუ არა 2019 წლის სეტემბერში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას.
განათლების მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2019 წლის სასწავლო წელს მსურველ აბიტურიენტებს სასწავლო ინფრასტრუქტურას შესთავაზებს.
"ოპოზიციაში დღეს არის ხალხი, რომლებმაც ბევრჯერ წააგეს, წააგეს სინდისის და საზოგადოების წინაშე და ამ ნიძლავსაც წააგებენ. "- ამბობს თემურ მურღულია.
„ქუთაისის უნივერსიტეტში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება უკვე პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება. გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა ასეთია, რომ 2019 წლის სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტის პროფილი იქნება უნივერსალური. მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტს მივიღებთ,“ - ეს განცხადება მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წევრების დამტკიცებისას პროგრამის წარდგენის დროს "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთელის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.