მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon პარტნიორ მეწარმეებს ეძებს

5b34cc8b7f3ad
კესო კაციტაძე
28.06.18 15:52
623
CNBC ინფორმაციით, Amazon ეძებს მეწარმეებს, რომლებიც მიწოდების სერვისს უზრუნველყოფენ.

კომპანიას სურს პარტნიოტრმა მეწარმეებმა ლოკალური ბიზნესი წამოიწყონ.
AMAZON-ის საკუთრებაში 100-მდე საწყობი, თვითმფრინავები და მანქანებია , ამჟამად კი კომპანია ახალ გეგმაზე მუშაობს, რაც მომხმარებლებისთვის პროდუქტის მიტანის პროცესს გაამარტივებს.

პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შეეძლებათ დაიწყონ ბიზნესი Amazon დახმარებით, დაასაქმონ 40-მდე თანამშრომელი და წამოიწყონ მიტანის და ტრანსპორტირების სერვისი, ინვესტიციის მინიმალური ზღვარი კი 10 000$ იქნება.
AMAZON-ის გამოთვლებით ინვესტორების წლიური შემოსავალი დაახლოებით 300 000$ იქნება.

მიწოდების ახალი სერვისი მეწარმეებს მისცმეს საშუალებას უკეთ აკონტროლონ როგოც ხარჯები, ასევე მიწოდების სერვისის ხარისხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კურიერები არ იქნებიან კომპანიაში დასაქმებულები, მათ უბრალოდ Amazon უნიფორმები დაურიგდებათ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები