მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს"

5ad3a65b19a10
ლევან თაღიაშვილი
15.04.18 23:05
2329
გაეროში აშშ-ს ელჩის, ნიკი ჰელის განცხადებით, ორშაბათს ტრამპის ადმინისტრაცია ახალ სანქციებს დააანონსებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს ახალი სანქციები გამომდინარეობს იმ ძლიერი გზავნილიდან, რომელიც ამერიკამ გააკეთა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჰელის ცნობით ახალ სანქციებს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სტივენ მინუჩინი გამოაცხადებს.

აშშ-ს ელჩმა გაეროში ასევე გააკრიტიკა რუსეთი მისი ქმედებების გამო უკრაინაში, ვენესუელასა და სირიაში, ასევე სკრიპალის საქმეზე. საქართველო მის გამოსვლაში ნახსენები არ იყო.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, რის შედეგადაც რუსულ საფონდო ბირჟებს, კომპანიებსა და მილაირდერებს ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები