მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული Bechtel საქართველოში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა

5b169d14adaaa
BM.GE
05.06.18 18:21
492
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ვახორციელებთ. 2021 წლისთვის ვგეგმავთ სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას. ზაფხულში გამოვაცხადებთ ტენდერებს რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე. პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან, რათა მივიღოთ ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და ფოთის ხიდის პროექტების შესახებ.

Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს. კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის - ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel - მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები