ანაკლიაში 1 ჰექტარი მიწის გამოსყიდვა სახელმწიფოს საშუალოდ 784 ათასი ლარი დაუჯდა. როგორც BM.ge-ს ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის მესაკუთრეებზე უკვე გაცემულია 57 789 408, 12 ლარი, რაც ჯამში 73,7 ჰექტარი ფართობის ღირებულებაა. სააგენტოს ცნობით, სულ ექსპროპრიაცია 11 ოჯახის მიმართ განხორციელდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებებისთვის, კერძო მესაკუთრეებისგან მიწების გამოსყიდვა ამ ეტაპზე დასრულებულია და ამჟამად თანხების გადარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. ჯამში მიწების გამოსყიდვაზე ბიუჯეტიდან 96 მილიონი ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული.