"ანაკლიის პროექტში ცვლილებები არ იგეგმება", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
ქობულიამ მხარის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა გემი 'ათენა', რომელიც ანაკლიის ნაპირს ორი დღის წინ მოადგა და დაღრმავების სამუშაოები დაიწყო.
პირველი ფაზის დასრულება 2020 წელს იგეგმება. ამ დროისთვის ანაკლიაში 1500 პირდაპირი და ირიბი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. კონსორციუმში ამბობენ, რომ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში 1.2-1.5%-იანი კონტრიბუცია ექნება, ხოლო პირველი წლის ბოლოს დამატებული ეკონომიკური ღირებულება ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ პირველად ანაკლიის პროექტის შესაძლო გადახედვის შესახებ სწორედ გიორგი ქობულიამ განაცხადა.