მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაზღაურება, რომელსაც მსახიობები ოსკარების ცერემონიის წაყვანისთვის იღებენ

5c07c2321a923
ლევან თაღიაშვილი
05.12.18 19:15
1010
უკვე ცნობილია, რომ მომავალი ოსკარების ცერემონიის წამყვანი ცნობილი კომიკოსი კევინ ჰარტი იქნება.

ოსკარები კინოინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება.

2018 წლის, 90-ე საიუბილეო შოუს 30 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი იყო ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ მისი წამყვანი ჯიმი კიმელი იყო, რომლის ანაზღაურებაც საკმაოდ მოკრძალებული გახლდათ და $15 000 შეადგენდა, მაშინ, როდესაც მისი წლიური ანაზღაურება $15 მილიონია.

რამდენს გადაუხდიან კევინ ჰარტს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად კომიკოსებს შორის მოხვდა 2016 წელს $87.5 მილიონით; 2017 წელს მისი შემოსავლები $32 მილიონამდე შემცირდა, რისი 20%-იც სპორტულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები იყო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები