AI-სტარტაპის, Anthropic-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე, 61.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპად აქცევს.
ბოლო საინვესტიციო რაუნდში კომპანიამ დამატებით $3.5 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რომელიც მისი AI-მოდელის განვითარებას მოხმარდება.
Anthropic-ის ფლაგმანური პროდუქტი Claude-ია, რომელიც მრავალი დანიშნულების მქონე ხელოვნურ ინტელექტს წარმოადგენს და კონკურენციას ChatGPT-ისა და Google Gemini-ს უწევს.
Anthropic-ის ინვესტორთა სიაში არაერთ მსხვილ კომპანიას და ფონდს ვხედავთ, მათ შორისაა: Fidelity და Salesforce-ი, თუმცა სტარტაპის მთავარი მხარდამჭერი ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ია, რომელსაც თითქმის ულიმიტო ფულთან აქვს წვდომა და Anthropic-ის დაფინანსება ფაქტობრივად უსასრულოდ შეუძლია.
აქვე, შეიძლება ითქვას, რომ Anthropic-ს თითქმის ანალოგიური მნიშვნელობა აქვს Amazon-ისთვის, როგორიც OpenAI-ის აქვს Microsoft-ისთვის, ანუ ეს სტარტაპები ტექნოლოგიური გიგანტების ფინანსური მხარდაჭერით ულტრა-თანამედროვე AI-მოდელებს ქმნიან და ამით მრავალ ტრილიონიან კომპანიებს სამომავლოდ განვითარების საშუალებას აძლევენ.