მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიდემპინგური კანონმდებლობა მალე პარლამენტს წარედგინება

5b28be6f9c043
თამუნა დემეტრაშვილი
19.06.18 12:25
868
მთავრობა ანტიდემპინგური კანონმდებლობის საკითხის განხილვას უბრუნდება. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ჩერქეზიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა მის უწყებას უკვე მომზადებული აქვს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც განსახილველად უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება. აღნიშნული განცხადება ჩერქეზიშვილმა, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილი შეკითხვის პასუხად გააკეთა. დეპუტატი დაინტერესდა, რა ხედვა აქვს ეკონომიკის სამინისტროს დემპინგური ფასებით შემოტანილი იმპორტული პროდუქციის წინააღმდეგ, რომელიც მისი თქმით, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები