"თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმნიშვნელოვნად შემცირება მოხდება, რადაგან 2017 წელს ბაზარი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, რასაც ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით უწყობდა ხელს. რეგულაციების შედეგად სწორედ ამ ზრდის შენელება მოხდება. 2018 წელს 15%-იან ზრდას ვვარაუდობდით, ამ რეგულაციების შემდეგ კი ვფიქრობთ, რომ ჩვენი ზრდა ალბათ, მხოლოდ 5% იქნება, თუმცა ეს მხოლოდ პროგნოზია. რეალური სურათი 3-4 თვეში გვექნება. ვცდილობთ მეზობელ ქვეყნებში გავზარდოთ აქტივობა და საბითუმო გაყიდვები გავააქტიუროთ. ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური დისტრიბუცია "ჰიუნდაი ელექტრონიკსის" მიმართულებით კავკასიის რეგიონში და ამ მხრივ – გარკვეული გეგმები", - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს ერთ წელიწადში ბიზნესი ვერ მოახერხებს ახალი რეგულაციების შესაბამისად გადაწყობას, რადგან ის რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ სებ–ის გადაწყვეტილებით კომერციულ ბანკებს მათი საზედამხედველო კაპიტალის 25%–ს ზემოთ, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ. გარდა ამისა, გარკვეული პროფესიების წარმომადგენელთათვის სესხების გაცემაზე ლიმიტები დაწესდა.