მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა iOS 12 წარადგინა

5b168d3e52874
ლევან თაღიაშვილი
05.06.18 17:07
787

Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემა iOS 12 და მასთან ერთად სხვადასხვა პროგრამული განახლებები წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ახალი პროგრამის წყალობით აპლიკაციების გახსნა 40%-ით უფრო სწრაფად მოხდება, კლავიატურა 50%-ით უფრო სწრაფად გამოჩნდება ეკრანზე, ფოტოს აპლიკაციის გასახსნელად კი 70%-ით უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ. ასევე 2-ჯერ დაჩქარებულია ფოტოს გაზიარების ფუნქცია, განახლებულია Siri, სისტემაში ჩატვირთულია ახალი აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც, შეგეძლებათ 3D ნივთების გაზომვა და სხვადასხვა ვირტუალური მოდელების შექმნა. ახალია Tongue Detector-იც, რომელიც ენის დეტექტორის ფუნქციას ასრულებს Emoji-ს გამოყენების დროს. iOS 12 საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი ემოჯი Memoji-ს მეშვეობით, ასევე შესაძლებელია Facetime-ის მეშვეობით რამდენიმე 30-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები