ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის შემოსავალი ბოლო კვარტალში რეკორდულ 124 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში, კომპანიის წმინდა მოგებამ 36 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგს წარმოადგენს.
Apple-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, კომპანია ყველა მიმართულებით ვითარდება, გარდა ჩინეთისა, სადაც ამერიკულ პროდუქციაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პლანეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერაც არ აქვს წვდომა Apple-ის ხელოვნურ ინტელექტთან, რაც გაყიდვების დინამიკაზე ნეგატიურად აისახება.
საერთო ჯამში, ანალიტიკოსებს Apple-ის ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ, რაც Apple Intelligence-ის გამოჩენას და ახალი პროდუქტების გამოშვებას უკავშირდება.
ამჟამინდელი მონაცემებით, Apple-ის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.