მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში, სავალუტო რეზერვების მონაცემები გაცილებით შთამბეჭდავი იქნება - თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მარტის მონაცემებთან შედარებით, "აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მონაცემები გაცილებით შთამბეჭდავი იქნება".

ნათია თურნავას მოსაზრებით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, სავალუტო შემოდინებები გაიზრდება, რაც სებ-ს კიდევ უფრო მეტი სავალუტო რეზერვის შეძენის საშუალებას მისცემს.

"სებ-ის პრიორიტეტი არის რეზერვების აკუმულირება და რომ ჩვენი ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა. ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენციები ბაზარზე ძლიერ სავალუტო შემოდინებას ემყარება. ტურისტული სეზონი იწყება და ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაგრძელდება და ეს არის ჩვენთვის საშუალება, რომ მეტი რეზერვები ვიყიდოთ და შევავსოთ და შევინახოთ იმ დრომდე, ვიდრე ბაზრისთვის მიწოდება გახდება საჭირო. მარტის მონაცემები გამოვაქვეყნეთ და 102 მილიონ დოლარამდეა შეძენილი, მაგრამ მინდა გავამხილო, რომ აპრილის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდება მაისის ბოლოს, გაცილებით შთამბეჭდავია. უფრო მეტი დოლარის აკუმულირება შევძელით აპრილში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მლნ აშშ დოლარით შეივსო. იანვარ-თებერვალში Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, ხოლო მარტში Bmatch პლატფორმით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი დოლარი იყო. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები