მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

Areal - ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ონლაინ გიდი

BTU-ს სტუდენტებმა ონლაინ გიდი - Areal შექმნეს. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის შესახებ ინფორმაციის მიღება მყისიერად. ის დამონტაჟებულია ეროვნული გალერიის პლანშეტებში, რომლის ქირაობაც 10 ლარი ღირს.

“აპლიკაციის მთავარი მიზანია, გაფართოებულ რეალობაში შემოვიტანოთ ციფრული გიდი და ეს ტექნოლოგია გავხადოთ იდენტიფიკატორი ნებისმიერი ნახატის. მარტივად რომ ავხსნათ, აპლიკაცია აცოცხლებს ნებისმიერ ნახატს რეალურ სივრცეში სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით. როდესაც პროგრამას ნახატს დავანახებთ, ალგორითმი მას ავტომატურად იცნობს და მასზე გაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. ასევე სპეციალურად ბავშვებისთვის გავაკეთეთ ფერის შეცვლის ფუნქცია, რომელიც აპლიკაციას გაცილებით უფრო ინოვაციურს და საინტერესოს ხდის. მომავალში ვგეგმავთ, რომ ავამოძრაოთ ნახატები 3D მოდელებით, რეალურ სივრცეში გამოვიტანოთ, მაგალითად ჩვენთვის, ყველასათვის საყვარელი ნახატი „მეთევზე წითელი პერანგით“, „მარგარიტა“ და სხვა. ამავდროულად ვაპირებთ, რომ ისტორია გამოვიტანოთ 3D-ში და მომავალში ნახოთ ონლაინ სივრცეში, თუ როგორ მოხდა ამ ნახატების შექმნა. ჩვენ გვყავდა მოწვეული ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, ის აპლიკაციაშივეა მოთავსებულ, ჩვენს ბაზაში” - აცხადებს რეზი ფარულავა.

მისი თქმით, აპლიკაცია ეროვნული გალერიის პლანშეტებშია ჩაწერილი. 1 პლანშეტის ქირაობა 10 ლარი ღირს ულიმიტოდ ერთი დღის განმავლობაში.

„იქიდან გამომდინარე, რომ Play Store-მა და AppStore-მა უარი გვითხრა რეგულაციების გამო, რადგან საქართველოა დაბლოკილი, მონეტიზაციის ეს გზა შევარჩიეთ. მომავალში რა თქმა უნდა, ვაპირებთ Play Store-ზე სხვადასხვა პროექტები გავუშვათ, ახლა მაგალითად სულაკაურის გამომცემლობასთან ვმუშაობთ წიგნების კვლევის მეთოდებზე, რომელიც იქნება გაფართოებულ რეალობასთან ინტეგრირებული. გვინდა ეს აპლიკაცია ვაქციოთ კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმების ჰაბად. ვაპირებთ დავიტანოთ სხვადასხვა ლოკაცია, ერთბაშად, ერთ აპლიკაციაში მოვაქციოთ ყველა ნახატზე ინფორმაცია. ასევე მომდევნო 6 თვის განმავლობაში ნახატების ამოძრავება და 3D მოდელებით გამოტანა იქნება ჩვენი მიზანი. პროექტზე მე და ჩემი მეგობარი, მერაბ ლალიაშვილი ვმუშაობდით, რომელიც არის პროექტის ტექნიკური ხელმღვანელი, მე კი აღმასრულებელი ხელმძღვანელი. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, ამჟამად BTU-ს სტუდენტები ვართ“ - აღნიშნა ფარულავამ

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები