"ლუდი "არგოს“ ხარისხი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი სტანდარტის, როგორიც ამჟამადაა, რაც განახლებული ნედლეულისა და ტექნოლოგიის შედეგია“ - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში ,,ლუდსახარში არგოს“ ხარიხის კონტროლის მენეჯერმა ზუკა შარაშენიძემ განაცხადა.
"ეს განპირობებულია იმით, რომ შეიცვალა ნედლეული, მოვიხმართ უმაღლესი ხარისხის სვიას და ალაოს. რაც მთავარია, მოხდა წყლის ფილტრაციის გაუმჯობესება. ჩვენ გვაქვს ნახშირისა და ქვიშის ფილტრები, რომელიც უნიკალურია საქართველოში და მისი საშუალებით შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის წყლის მიღება, რაც ლუდის წარმოებაში უმნიშვნელოვანესია. ასევე, ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის ტექნოლოგი, ბიორნ შტეგემეიერი, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება. ამ ყველაფერმა ერთად, საწარმოს გადაიარაღებამ, ნედლეულის ცვლილებამ და სხვა ღონისძიებებმა, განაპირობა ის, რომ მივაღწიეთ ასეთ მაღალ ხარიხსს.
ადგილობრივი ბრენდის გარდა, გვაქვს ორი ლიცენზირებული ბრენდი - ,,ჰოლანდია“ და KÖNIG PILSENER , რომლის ყველა ჩამოსხმაც თავად ,,პიტბურგერის“ მიერ მოწმდება. ასეთი პროდუქციის წარმოება ყველას არ შეუძლია, რადგან ლიცენზიის გამცემი კომპანიები ითხოვენ ძალიან დიდ ხარისხს და გადაიარაღებას. კომპანია ,,არგომ“ ამ ერთი წლის განმავლობაში შეძლო ეს და ჩვენ მივიღეთ ,, კიონინგ პილსნერის“ ლიცენზია, რაც ძალიან დიდი წარმატებაა“ - განაცხადა ზუკა შარაშენიძემ.