მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ APEC-ის მომდევნო შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას მოიწვევს

63973a42a1e17
გიორგი თოლორდავა
12.12.22 23:00
532
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლობამ აზია-ოკეანეთის ეკონომიკური კოოპერაციის (APEC) მომდევნო შეხვედრაზე რუსეთი მოიწვია.

APEC-ის მომდევნო სხდომა 2023 წელს, აშშ-ში უნდა გაიმართოს და მას 21 სახელმწიფო უნდა დაესწროს, მათ შორის, რუსეთის ფედერაცია.

აღსანიშნავია, რომ წელს სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის სიტყვით გამოსვლის დროს, დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით იყო განპირობებული.

დათანხმდება თუ არა რუსეთი აშშ-ის მოწვევას, ამ ეტაპზე უცნობია.

APEC-ის კოოპერაცია 1989 წელს დაფუძნდა და ის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფუნქციას ასრულებს. APEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორისაა: აშშ, რუსეთი, ავსტრალია, კანადა, ბრუნეი, ჩილე, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია, პაპუა ახალი გვინეა, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, ტაილანდი და ვიეტნამი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები