მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობას Google-ის რამდენიმე კომპანიად დაყოფა სურს

Google
სტატიაში საუბარია:

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და Google-ს შორის სასამართლო დავა გრძელდება. ამჯერად, მარეგულირებელმა სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართა, რომლის თანახმად სურს, Google-ის მფლობელ Alphabet-ს სარეკლამო ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდოს და რეალურ დროში არსებული მონაცემები კონკურენტებს გაუზიაროს. ეს მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც Google ინტერნეტში რეკლამების განთავსების სფეროში უკანონო მონოპოლიას ფლობდა.

დეპარტამენტი ითხოვს, კომპანიამ დათმოს ორი ძირითადი კომპონენტი: Publisher-ის სარეკლამო სერვერი — პროგრამა, რომელსაც ვებგვერდები რეკლამის გასაყიდად იყენებენ, და სარეკლამო ბირჟა, რომელიც მყიდველებისა და გამყიდველების დამაკავშირებელ პლატფორმას წარმოადგენს. მთავრობა ასევე მოითხოვს, პირველ ეტაპზე Google-მა გაუზიაროს ბირჟის შესახებ რეალურ დროში არსებული მონაცემები სხვა სერვერებს, რაც გაზრდის კონკურენციას.

როგორც ჩანს, მოსამართლე ორივე ამ შუამდგომლობას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. Google-ი, თავის წილ, კონკურენტებისთვის რეალურ დროში გენერირებული მონაცემების მიწოდებას დათანხმდა, თუმცა წინააღმდეგია ტექნოლოგიების გაყიდვის. კომპანიის თქმით, აქტივების გაყიდვა არა მხოლოდ პრაქტიკულადაა შეუძლებელი, არამედ ზიანს მიაყენებს მთელ სარეკლამო ეკოსისტემას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები