მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სასამართლომ კრიპტობირჟა TORNADO-ს წინააღმდეგ სანქციები გააუქმა

Tornado Cash

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობის მიერ კრიპტობირჟა Tornado Cash-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმა.

როგორც სასამართლო განმარტავს, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს არ ჰქონდა დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე სანქციების დაწესების უფლება, რადგან Tornado Cash-ს არ ჰყავს კონკრეტული მმართველი და ის არ წარმოადგენს არცერთ სახელმწიფოს, ამიტომ მის წინააღმდეგ სახაზინო სანქციების ამოქმედება კანონით დაუშვებელია.

თავისი არსით, Tornado Cash-ი არ არის ჩვეულებრივი კრიპტობირჟა, რადგან ის ავტომატური ჭკვიანი კონტრაქტია, რომელიც მიქსერის ფუნქციას ასრულებს. კრიპტო მიქსერი ავტომატიზებული პლატფორმაა რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტების გადაცვლის საშუალებას აძლევს. საქმე ისაა, რომ Tornado-ს აქტიურად იყენებენ თაღლითები, ჰაკერები, ფულის გამთეთრებლები და გამომძალველები.

სწორედ ამიტომ, 2022 წელს ამერიკის მთავრობამ Tornado Cash-ი დაასანქცირა, რადგან აღნიშნული პლატფორმის საშუალებით საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი მოპარული კრიპტოვალუტის ისტორიის გასუფთავება, რადგან Tornado მიწოდებულ კრიპტოვალუტას ათასობით მცირე ერთეულად ახურდავებს და ცვლის, რის შედეგად თითქმის სრულად იკარგება მოპარული კრიპტოვალუტის კვალი და ისტორია.

როგორც ცნობილია, Tornado-ს საშუალებით 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის არალეგალური ტრანზაქციებია განხორციელებული, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, კვალის დაფარვა და მოპარული თანხის სხვა ანგარიშებზე გადაგზავნა.

როგორც სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, Tornado-ს საეჭვო დანიშნულების მიუხედავად, ის არ მიეკუთვნება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, ამიტომ სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან დეცენტრალიზებული პლატფორმის სანქცირება კანონმდებლობით დაუშვებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები