მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ კრიპტოინდუსტრიის ლიდერი იქნება - ტრამპი

ტრამპი ბიტკოინი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური კრიპტოინდუსტრიის ლიდერი გახდება.

ამ ამბიციური განაცხადის გაკეთების ფონზე, 47-ე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ციფრული აქტივის რეზერვის შექმნასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლას და კანონპროექტის მომზადებას ავალებს. ამ ბრძანებით ტრამპი ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნაზე მიუთითებს, რომლის ანალოგი ჯერ არ არსებობს და შესაძლოა, ამერიკა პირველი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც მსგავს პროექტს წამოიწყებს.

ტრამპის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს ბიტკოინის, კრიპტოინდუსტრიის, ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდასაჭერად, რაც მას მომავლის უმთავრეს ტექნოლოგიებად მიაჩნია.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპს პირადი ინტერესები ამოძრავებს, რადგან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ის ბიტკოინის კრიტიკოსი იყო, თუმცა მეორედ მოსვლის პერიოდში, მის შემომწირველებს შორის კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები და კრიპტობირჟები გამოჩნდნენ, რომლებმაც, როგორც ჩანს, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დროს ყველაზე მეტი დონაციები გაიღეს, სწორედ ასეთი აგრესიული ლობირების დამსახურებაა ის, რომ დღეს ტრამპი პროკრიპტო პრეზიდენტია და ამ მიმართულებით დიდ ცვლილებებს აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები