მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მ მადუროს დაკავებისთვის ჯილდო $25 მილიონამდე გაზარდა

მადურო

აშშ-მ 25 მლნ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო საზოგადოებისა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერების ბრალდებების, ასევე პროტესტის ფონზე, 10 იანვარს, ნიკოლას მადურომ მესამე 6-წლიანი ვადით დადო პრეზიდენტის ფიცი.

ჯილდო ასევე შეთავაზებულია იმ ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიწვევს შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოს დაპატიმრებას. თავდაცვის მინისტრ ვლადიმერ პადრინოზე ინფორმაციისთვის კი 15 მლნ დოლარის ჯილდოა გამოცხადებული.

ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვენესუელის 15 მაღალჩინოსანს, მათ შორის მოსამართლეებს, უსაფრთხოების ძალების წევრებს და სამხედრო ჩინოვნიკებს.

პარასკევს შემზუდველი ზომები გააფართოვა ევროკავშირმაც და კიდევ 15 ვენესუელელ ოფიციალურ პირს დაუწესა სანქციები.

28 ივლისის არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვებულად მადურო გამოცხადდა საერთაშორისო საზოგადოებამ უარყო. მას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აშშ ვენესუელის პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები