მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გადაცდა

5b34f510c8b33
ლევან თაღიაშვილი
28.06.18 18:43
1276

Fed-მა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკაში ინფლაცია 2.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც მიზნობრივი მაჩვენებლი 2%-ია. Bloomberg-ის მიხედვით, გასული 3 თვე ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში ინფლაციის ზრდა შეინიშნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თუმცა, თუ გადავხედავთ სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ვნახავთ, რომ ამ კუთხით ამერიკას გაცილებით უკეთესი სიტუაცია აქვს. მაისში  ეკონომიკა 3.9%-ით გაიზარდა, უმუშევრობის დონე კი 48 წლის მინიმუმზეა და 3.8%-ს შეადგენს, მხოლოდ მაისისა და აპრილის თვეში ჯამში 339,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები